გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში რადიაციული ავარიებისა და კატასტროფების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

24-04-2019

რადიაციული ავარიებისა და კატასტროფების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სენაკის მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე სენაკელებს შეხვდნენ.


26 აპრილს ჩერნობილის ტრაგედიდან 33 წელი შესრულდება. 1986 წლის 26 აპრილი - ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს იყო უდიდესი აფეთქება ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით. შეხვედრას, სადაც ХХ საუკუნის უმსხვილესი ტექნოგენური კატასტროფა გაიხსენეს და მის ტრაგიკულ შედეგებზე ისაუბრეს, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილე 13 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გაიცემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031