გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა იორდანიშვილი: მდინარე ალაზნის შესაძლო დაშრობის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

24-04-2019

„ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს დერივაციული ტიპის ელექტროსადგურს. მას არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, არ ხდება კერძო საკუთრების შეხება, არც ერთი კვადრატული მეტრის დატბორვა. სადგური წყალს მოიხმარს არსებული„ხადორი 2“ ჰიდროელექტროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით ხეობისკენ. გასცდება 20-25 ოჯახს და ამის შემდეგ უბრუნდება ისევ ალაზნის კალაპოტს და 98-99 პროცენტი მოსახლეობას ვერც კი გრძნობს თუ რაიმე შეხება აქვს ჰესს მდინარესთან“-ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.


მისივე თქმით, აქ იყოსაუბარი, რომ თურმე წყალი დაშრება, რაც წმინდა წყლის სიცრუეა.


„ჯერ ერთი, გვაქვს სანიტარული ნორმა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და უნდა დავტოვოთ მდინარის კალაპოტში. გარდა ამისა, ალაზანს ამ მონაკვეთში უერთდება სამი მდინარე. შესაბამისად, გამორიცხულია მდინარე მივიდეს დაშრობამდე. ესეც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა“, – აღნიშნა იორდანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031