გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა იორდანიშვილი: წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ანალოგიური ენერგოპროექტები აღქმული იყო, როგორც ყველაზე წარმატებული, ახლა კი ნგრევის სიმბოლოდ აქციეს

24-04-2019

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ათზე მეტი ჰიდროელექტროსადგური შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, რომლის სიმძლავრე 150 მეგავატს აჭარბებს და ჯამური გამომუშავება დაახლოებით 700 მილიონია , რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს ემსახურება” - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას „ფერი” 1990 წლის შემდეგ განხორციელებული აქვს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები. კომპანიაში დასაქმებულია 1000 მეტი ადამიანი.

ენერგეტიკული პროექტებიდან ლაშა იორდანიშვილი ყველაზე წარმატებულ - „დარიალის ჰიდროელექტროსადგურს” გამოყოფს, რომელიც მისი თქმით, 2011 წლამდე - წინა ხელისუფლების დროს აღიარებული იყო როგორს ქვეყნის გადარჩენის და ენერგოდამოუკიდებლობის მაგალითი. ანალოგიური შეიძლება ითქვას „ხადორი-2-ზეც.

მისი თქმით, მაშინ არასამთავრობოებიც და მედიაც ამ პროექტების პოპულარიზაციას ეწეოდნენ და მხარდაჭერას გამოხატავდნენ ახლა კი ნგრევის სიმბოლოდ აქციეს.

„ხადორი 2“, რომელიც 2011 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა არის ის წარმატებული პროექტი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ . ამ პროექტს ქონდა ძალიან დადებითი გამოხმაურება“ - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი

მისი თქმით, „ხადორი-3“-ს არ გააჩნია სათავე ნაგებობაც კი, არ ხდება მდინარის გადაკვეთა, არანაირი კერძო საკუთრების შეხება, არ დაიტბორება არცერთი კვადრატული მეტრი.

„ეს არის ერივაციული ტიპის სადგური, რომელიც წყალს მოიხმარს არსებული „ხადორი-1“-ის ელექტროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით, გაწვდება დაახლოებით 25 ოჯახს და ამის შემდეგ მდინარე ისევ მიდის ალაზნის კალაპოტისკენ. მოსახლეობის 98-99% პროცენტი ვერ გრძნობს რომ რამე შეხება ჰქონდათ ამ მდინარესთან” - განაცხადა იორდანიშვილმა.

კომპანიის გენ დირექტორი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყალი დაშრება.

„ჩვენ გვაქვს სანიტარული ნორმები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. გარდა ამისა, მდინარე ალაზანს ამ მონაკვეთზე უერთდება სამი მდინარე და გამორიცხულია მდინარის დაშრობა. ესეც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა.

„ჩვენ არაერთ ოჯახს დავპირდით სოციალურ პროექტებს და მათ შორის იყო სასმელი წყლის პროექტის განვითარება, აქ არის ასეულობით ოჯახი, რომელსაც სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, მათ შორის იყო ომალო-ბირკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ხეობისთვის ფონდის შექმნა, რომელშიც ყოველწლიურად 120 000 ლარი შევიდოდა, იქ იყო ასევე უშუალოდ სოფელი ბირკიანი და ძიბახევი, სადაც ეს სადგური შენდებოდა, მათთვის ცალკე ფონდის შექმნა და ცალკე სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების აღება და სხვა” - განაცხადა იორდანიშვილმა.


On Wed, Apr 24, 2019 at 4:17 PM shalva dabrundashvili wrote:
ლაშა იორდანიშვილი - წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ანალოგიური ენერგოპროექტები აღქმული იყო, როგორც ყველაზე წარმატებული, ახლა კი ნგრევის სიმბოლოდ აქციეს 

„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ათზე მეტი ჰიდროელექტროსადგური შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, რომლის სიმძლავრე 150 მეგავატს აჭარბებს და ჯამური გამომუშავება დაახლოებით 700 მილიონია , რომელიც მთლიანად ადგილობრივ ბაზარს ემსახურება” - ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიას „ფერი” 1990 წლის შემდეგ განხორციელებული აქვს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული თუ ენერგეტიკული პროექტები. კომპანიაში დასაქმებულია 1000 მეტი ადამიანი.
ენერგეტიკული პროექტებიდან ლაშა იორდანიშვილი ყველაზე წარმატებულ - „დარიალის ჰიდროელექტროსადგურს” გამოყოფს, რომელიც მისი თქმით, 2011 წლამდე - წინა ხელისუფლების დროს აღიარებული იყო როგორს ქვეყნის გადარჩენის და ენერგოდამოუკიდებლობის მაგალითი. ანალოგიური შეიძლება ითქვას „ხადორი-2-ზეც. 
მისი თქმით, მაშინ არასამთავრობოებიც და მედიაც ამ პროექტების პოპულარიზაციას ეწეოდნენ და მხარდაჭერას გამოხატავდნენ ახლა კი ნგრევის სიმბოლოდ აქციეს.

„ხადორი 2“, რომელიც 2011 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა არის ის წარმატებული პროექტი, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ . ამ პროექტს ქონდა ძალიან დადებითი გამოხმაურება. მე შემეძლო ამ პროექტით ჯილდოც მიმეღო და მადლობაც გადაეხადათ. დღეს კი თურმე იდენტური „ხადორი 3-ის პროექტი“, გარემოზე შედარებით მცირე ზიანით, იმ ტერიტორიისთვის შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს“ - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი .

მისი თქმით, „ხადორი-3“-ს არ გააჩნია სათავე ნაგებობაც კი, არ ხდება მდინარის გადაკვეთა, არანაირი კერძო საკუთრების შეხება, არ დაიტბორება არცერთი კვადრატული მეტრი. 

„ეს არის ერივაციული ტიპის სადგური, რომელიც წყალს მოიხმარს არსებული „ხადორი-1“-ის ელექტროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით, გაწვდება დაახლოებით 25 ოჯახს და ამის შემდეგ მდინარე ისევ მიდის ალაზნის კალაპოტისკენ. მოსახლეობის 98-99% პროცენტი ვერ გრძნობს რომ რამე შეხება ჰქონდათ ამ მდინარესთან” - განაცხადა იორდანიშვილმა. 
კომპანიის გენ დირექტორი სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყალი დაშრება.

„ჩვენ გვაქვს სანიტარული ნორმები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ. გარდა ამისა, მდინარე ალაზანს ამ მონაკვეთზე უერთდება სამი მდინარე და გამორიცხულია მდინარის დაშრობა. ესეც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. 

„ჩვენ არაერთ ოჯახს დავპირდით სოციალურ პროექტებს და მათ შორის იყო სასმელი წყლის პროექტის განვითარება, აქ არის ასეულობით ოჯახი, რომელსაც სასმელი წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდება. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, მათ შორის იყო ომალო-ბირკიანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, ხეობისთვის ფონდის შექმნა, რომელშიც ყოველწლიურად 120 000 ლარი შევიდოდა, იქ იყო ასევე უშუალოდ სოფელი ბირკიანი და ძიბახევი, სადაც ეს სადგური შენდებოდა, მათთვის ცალკე ფონდის შექმნა და ცალკე სხვადასხვა ტიპის ვალდებულებების აღება და სხვა” - განაცხადა იორდანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930