გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან მსოფლიოს ყველაზე რეფორმირებულ ქვეყნად ვაქციეთ

24-04-2019

ამერიკული გამოცემის, «Fox News»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს - როგორ და რატომ მოხდა, რომ ვლადიმერ ზელენსკი, შოუმენი და ცნობილი სერიალის მთავარი გმირი რეალურად იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად. მასალაში საუბარია უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობასა და ქვეყნის პერსპექტივებზე ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს მიხეილ სააკაშვილის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:


„ვლადიმერ ზელენსკიმ, მრავალი დაბრკოლების, ბრალდებებისა და ცილისწამებების მიუხედავად, არჩევნებში მაინც გაიმარჯვა. მთავარი ბრძოლა ახლა იწყება. ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ ზელენსკის და მას არსებული სისტემის დამსხვრევა დაავალა, მაგრამ ეს იოლი არ იქნება. ამის მიუხედავად, მე ისეთი ოპტიმისტი ვარ უკრაინის მომავალთან მიმართებით, როგორც არასდროს.


რატომ? იმიტომ, რომ ვლადიმერ ზელენსკის მთავარი საარჩევნო დაპირება - ძველი, იმედის გამაცრუებელი სისტემის დამსხვრევა და ახლის ნულიდან აშენება მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია, რომელიც ამ სისტემის ნაწილი არ არის. საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს მე მივხვდი, რომ წარმატების მისაღწევად პოსტკომუნისტურ ქვეყნებში პროგრესი რადიკალურად უნდა განხორციელდეს. იმ მთავრობის რეფორმირება, რომელიც მოსყიდვაზე, ნათლიმამობაზე და მექრთამეობაზეა დაფუძნებული, შეუძლებელია. ამისათვის აუცილებელია რადიკალური ცვლილებები და გარდაქმნა. ვხელმძღვანელობდით რა ამ უკომპრომისობით, მე და ჩემმა გუნდმა საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან მსოფლიოს ყველაზე მეტად რეფორმირებულ ქვეყნად გადავაქციეთ.

პეტრო პოროშენკოსაგან განსხვავებით, რომლის კლეპტოკრატიამ მისგან ბევრი მრჩეველი განარიდა (ჩემი ჩათვლით), ვლადიმერ ზელენსკი განწყობილია ძველის ნგრევაზე და ახლის შექმნაზე. მის პროგრამაში ვრცლად არის გადმოცემული სასამართლო რეფორმის დაჩქარების, აპარატის ჩინოვნიკთა რაოდენობის შემცირების და ანტიკორუფციული ინფრასტრუტქურის ოპტიმიზაციის გეგმები. ამ მიზნით იგი დასავლეთზე ორიენტირებულ პროფესიონალების გუნდს ქმნის და აცხადებს, რომ მზადაა მეც მომისმინოს.


ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვება მკაფიო სიგნალია როგორც უკრაინის ყველა პოლიტიკოსისათვის, ასევე მის ფარგლებს გარეთაც: უახლოეს დროში საერთაშორისო ტენდენცია ისეთია, რომ ისტებლიშმენტის საწინააღმდეგოდ მიმართული მოქმედება არ შეიცვლება. და ეს, ალბათ, უკეთესობას ნიშნავს“.
---------
რედაქციისაგან: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში იყო და ქვეყანას რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის დროსაც ხელმძღვანელობდა. მისი თვალსაზრისი, როგორც ნატოს წევრობის პრეტენდენტისა და რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის პოზიცია, ეფუძნება პირად გამოცდილებას, მის ურთიერთობას დონალდ ტრამპთან, ვლადიმერ პუტინთან და საერთოდ, რუსულ ინტერვენციონიზმთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930