გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფერის“ დირექტორი: ჰიდრორესურსების ათვისებას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია

24-04-2019

ჰიდრორესურსების ათვისებას საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ დირექტორმა ლაშა იორდანიშვლმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, მზე და ქარი არ არის ჰიდროენერგეტიკის ალტერნატივა, რადგან ძალიან მაღალია მათი ტარიფები, ასევე ადგილი აქვს ტექნიკურ პრობლემებს.
„მაგალითად, ერთი მეგავატი მზის ენერგიის მისაღებად, საჭიროა ორი ჰექტარი მიწის დაკავება. ის ძალიან ძვირია, რაც მოსახლეობის ტარიფზე აისახება. ქარს სისტემასთან სინქრონიზაციაში მუშაობის პრობლემა აქვს. დიდი პატივისცემის მიუხედავად მზისა და ქარის ენერგიის მიმართ, ჰესების ალტერნატივა საქართველოში არ არსებობს“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.


„ფერის“ ხელმძღვანელის განცხადებით, კომპანიის მთავარი ამოცანა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში წვლილის შეტანაა.


„ჩვენ ვიცით მხოლოდ ეს საქმე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი წვლილი შეგვაქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში. დღემდე ვართ ყველაზე დიდი ქართული კომპანია, რომელმაც განახორციელა საამაყო პროექტები მთელი საქართველოს მასშტაბით. დავიხარჯებით ბოლომდე, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს მოსახლეობამ და წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა ლაშა იორდანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930