გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა იორდანიშვილი: რიგი მედიასაშუალებები დღეს არ ახსენებენ რომ ამ პროექტმა ,,იბიარდისგან“ უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრებისთვის ჯილდო მიიღო

24-04-2019

კომპანია „ფერის“ დირექტორის, ლაშა იორდანიშვილის თქმით, იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც დღეს რაღაც კავშირებს ეძებენ კითხვები არ დაუსვამთ 2011 წელს. ისინი არ ახსენებენ, რომ ამ კომპანიაში დამფუძნებელი არის ამერიკული კომპანია და რომ დამფუძნებელი არ შეცვლილა.

,,აბსულუტურად ღია და საჯაროა თუ რა კომპანიები გვაქვს დაფუძნებული. იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც დღეს რაღაც კავშირებს ეძებენ, კითხვები არ დაუსვამთ 2011 წელს,როდესაც ყველა მედიასაშუალება მობილიზებული იყო, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იყო ქვეყნის აღმშენებლობა, რაც სწორია და მე ამას ვეთანხმები, თუმცა დღეს იგივე ელექტროსადგურები არის ძალიან პრობლემატური. მას შემდეგ არ შეცვლილა დამფუძნებელი, 2011 წელსაც იგივე დამფუძნებელი იყო, ისინი არ ახსენებენ, რომ ამ კომპანიაში დამფუძნებელი არის ამერიკულიკომპანია, დიახ თანაინვესტირების ფონდთან გვაქვს საერთო პროექტი ონის კაშხალი, ვინმე რამე პრობლემას ხედავს ამაში? სირცხვილია რომ საქართველოში ქართველმა განახორციელოს ინვესტიცია? თუმცა ჩვენ დავხარჯულვართ ბოლომდე რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც ჩაედოთ საქართველოში ინვესტიცია”,- განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930