გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

25-02-2019

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დღეს მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გასულ კვირას გაიგზავნა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტში. ასევე აღნიშნა, რომ ა/წლის მარტის თვეში იგეგმება აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები სოციალური პროექტის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930