გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე და პრობლემებზე ა/რ ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა

18-03-2019

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი თათბირი სტრუქტურულ ერთეულებთან,  რომელსაც უძღვებოდა მინისტრი მურმან ფარფალია. მან  თანამშრომლებს  გააცნო  ა/წლის  15 მარტს ჩატარებულ აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მინისტრმა ისაუბრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან  დადებით შეფასებაზე აფხაზეთის ა/რ  2018 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის  წარმატებით შესრულების თაობაზე. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ა/რ  მთავრობის მიერ დაფუძნებული (რომლის 100%–იან წილსაც მართავს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) კერძო სამართლის იურიდიული პირების (შპს)–ების საქმიანობაზე და იქ არსებულ პრობლემებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031