გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიმუშავა ივანიშვილის პრეზუმცია

24-04-2019

"ნაციონალური მოძრაობამ" შეიმუშავა ივანიშვილის პრეზუმცია - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პანკისში განვითარებული მოვლენებზე საუბრისას.


"ისინი ცდილობენ საზოგადოებას უთხრან, რომ პროექტი მაგალითად „აქსის თაუერსი“ ვაკეში, რომელიც მათ დროს, როდესაც დაპროექტდა ფურცელზე იყო, ისინი აპიარებდნენ, რომ ძალიან კარგი პროექტი იყო და მაშინ ვერ გააკეთეს ეს პროექტი და დღეს, როდესაც უკვე განხორციელდა, იგივე ხალხი, მხოლოდ იმიტომ რომ, ეს „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება ამბობენ, რომ ეს არის ცუდი პროექტი.
იგივე არის, შეიძლება ითქვას ამ პანკისის მცირე ჰესთან დაკავშირებით, რომელიც პრაქტიკულად მწვანე ჰესია, ეს არის მცირე ჰესი, რომელიც ეკო სისტემას დიდად არ ცვლის იქ, მნიშვნელოვან ზიანს გარემოს არ აყენებს და ეს ჰესი სჭირდება ენერგეტიკას, სჭირდება პანკისის ხეობასაც მათ შორის.
ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკას და ენერგოგენერაციას საჭიროებს, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.


არჩილ თალაკვაძემ ფარისევლობა უწოდა რიგი ოპოზიციური პარტიების განცხადებას, რომ ერთი მხრივ, ჰესი არ უნდა აშენდეს, მეორე მხრივ, კი გაცხადებულ პოზიციას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს დივერსიფიცირებული წყაროები და რუსეთზე ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული.


მისი თქმით, პანკისის მცირე ჰესი, რომელიც პრაქტიკულად მწვანე ჰესია, სჭირდება ენერგეტიკას, მათ შორის პანკისს.


„ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავებულია მაღალი სტანდარტებით. ამ პროექტით ადგილზე მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება, ეს ერთი ბენეფიტია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ომალო-დუმასტურის წყლის სისტემა, რომელიც თავიდან უნდა აეშენებინა და გაეკეთებინა ინვესტორს, ეს იყო ერთ-ერთი ბენეფიტი, რაც შეთავაზებული გვქონდა და ექნება მომავალშიც ადგილობრივ საზოგადოებას. ასევე, სპეცფონდის შექმნა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, შეიქმნება სპეცფონდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხდის მთელი წლის ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეოთხე – რაც ასევე მნიშვნელოვანია, პანკისის ხეობის ფონდი, რომელიც ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება და მჯერა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერით განხორციელდება. ფონდში ყოველწლიურად 120 ათასი ლარის მობილიზება მოხდება ამ კონკრეტული ჰესის პროექტისა და მისი მფლობელის კომპანიის მიერ. ხვალაც, ზეგაც ეს კომპანია, მათ შორის, ჩვენც ვიქნებით ამაში ჩართული“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930