გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა

25-04-2019

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქის და სანზონის მაჟორიტარი, ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრაზე დეპუტატმა მოსახლეობას 3 მაისს გასამართ დასაქმების ფორუმთან დაკავშორებით მიაწოდა ინფორმაცია.


ფორუმი ზაზა გაბუნიას ინიციატივით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიმართება.


"ხალხს რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმებაა. არსებობს ამისთვის სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ შევევდებით 3 მაისს გასამართ ფორუმზე სამსახურის მაძიებლები დამსაქმებლებს დავაკავშიროთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი დეპარტამენტის მონაწილეობით" - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


დასაქმების ფორუმი, რომელში მონაწილეობას თემქისა და სანზონის მოსახლეობას და ასევე დასაქმების ყველა მსურველს შეეძლება, 3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930