გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა იორდანიშვილი: "რუსთავი 2"-ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია კომპანიისთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე დეზინფორმაციაა

25-04-2019

"2019 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია კომპანიისთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე დეზინფორმაციაა",- აცხადებს კომპანია ,,ფერის" გენერალური დირექტორი, ლაშა იორდანიშვილი.


მისი თქმით აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას და არის სიცრუე, ნაკვეთები არ წარმოადგენს შ.პ.ს. "ფერი"-ს საკუთრებას და ნებისმიერ პირს შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში.


,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 3 აპრილის #15 განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ნაკვეთების აუქციონზე გატანის თაობაზე. ეს ნაკვეთები არ წარმოადგენს შ.პ.ს. "ფერი"-ს საკუთრებას და ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ექვს ერთეულ 25 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე, რომლებიც განთავსებულია ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და აუქციონზე მის საწყის ღირებულებად განისაზღვრა 18 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთან, მოვუწოდებ სიუჟეტში მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "კომპეტენტურ" წარმომადგენელს, კარგად გაერკვეს ახმეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ხომ არ წარმოადგენს რაიონში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები?! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნუ შეიყვანენ შეცდომაში მოსახლეობას" , - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930