გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ჟვანია: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი

25-04-2019

"აუცილებელია, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს", – ამაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ლაშა ჟვანიამ, ბრიფინგზე განაცხადა.


"როგორც მოგეხსენებათ, პრეზიდენტი იმყოფებოდა დავით გარეჯში ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და "ევროპა ნონსტრას" წარმომადგენლებთან ერთად. მათ შორის სრულად დაათვალიერეს ჩვენი სამონასტრო კომპლექსი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება. განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ემთხვევა აღდგომის დღესასწაულს. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საზღვრის დემილიტაციის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოსა და ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ კომისიამ დროებით განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს და ასეთ ხელოვნურ დაძაბულობას მომავალში ადგილი აღარ ჰქონდეს", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031