გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი დავით გარეჯზე: თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან და დაველოდოთ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას

25-04-2019

"გავრცელდა ინფორმაცია რომ დავით-გარეჯში თითქოს ქედის თავზე არსებულ ბილიკზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ჩაკეტეს მისასვლელი გზა. ზოგად ვითარება კი შემდეგშია, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს 1995 წლიდან. საზღვრის პერიმეტრიდან მხარეთა სახელმწიფო სადელიმიტაციო კომისიების დონეზე შეთანხმებულია მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 2/3), მიმდინარეობს მოლაპარაკებები დარჩენილი სეგმენტების შეთანხმების მიზნით, რის გათვალისწინებით ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი იურიდიულად არ არის გაფორმებული"-ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


"როგორც ჩემთვის ცნობილია ამჟამად ხორციელდება შესაბამისი ერთობლივი კომისიის შემადგენლობის განახლების პროცესი ორივე ქვეყანაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო. ეს პროცესი პარალელურად უნდა დასრულდეს ორივე ქვეყანაში, რათა დაცულ იქნეს კომისიის ძირითადი შემადგენლობის ანალოგია/იდენტურობა.


რელიგიური დღესასწაულების კვირეულში მსგავს შემთხვევებს ადგილი არაერთხელ ჰქონია. ამ სიტუაციაში კი მიზანშეწონილია თავი შევიკავოთ ემოციური ქმედებების და განცხადებებისგან და დაველოდოთ სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას"-აცხადებს ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930