გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ თოდუა: ტრეფიკინგის მუხლით დაკავებული იულია სუსლიაკი ბრალს არ აღიარებს

26-04-2019

დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, იულია სუსლიაკი,რომელიც აცხადებდა, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს.


როგორც ადვოკატმა პოლიციის მთავარ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ქალი შვილებთან ერთად აფხაზეთში მიდიოდა მეუღლესთან, რომელიც უკრაინაში ცნობილი ბიზნესმენი იური სუსლიაკია და ის უკრაინიდან კომერციული ინტერესების გამო წავიდა, ახლა კი თავს აფხაზეთს აფარებს.


რაც შეეხება 10 ბავშვიდან 4-ის 2017 წელს დაბადებას, ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, მშობლები მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან და მათაც ბევრი შვილი უნდოდათ, მას შემდეგ კი, რაც ექიმებმა იულია სუსლიაკს ორსულობა აუკრძალეს, შვიდ სუროგატ დედასთან გაფორმდა ხელშეკრულება და ბავშვებიც გაჩნდნენ.


ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ბავშვები ან წყლით, ან სოსისით მოიწამლნენ.


"სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრულიად მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. დოკუმენტები აბსოლუტურად წესრიგშია", - განმარტავს ზურაბ თოდუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930