გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ბათუმის წყალში" არდაგანის ტბის დაბინძურებასთან დაკავშირებით შვედეთის ელჩის პოსტს ეხმაურებიან

26-04-2019

"ბათუმის წყალი", რომელსაც ბათუმში არდაგანისა და ნურის ტბის მეთვალყურეობა ევალება, ოფიციალურად ეხმაურება შვედეთის ელჩის პოსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტბა შორიდან ლამაზია, თუმცა ახლოდან - დაბინძურებული.


"ბათუმის წყლის" განმარტებით, 26 აპრილს დილის საათებში არდაგანის ტბაზე დაფიქსირდა ბლანტი, უცხო სითხის შემოდინება სანიაღვრე სისტემის მეშვეობით.

"გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში შვედეთის ელჩის, ულრიკ ტიდესტორმის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოებს. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ადგილზე მობილიზდა შპს "ბათუმის წყალის" სპეცტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები", - განმარტავენ უწყებაში.


გარდა ამისა, "ბათუმის წყლის" განცხადებაში, რომელიც უწყებამ სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა, წერია, რომ არდაგანის ტბაზე არსებული პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ტბის მიმდებარედ მშენებარე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდება. სატუმბის მეშვეობით, არდაგანის ტბისგან დამოუკიდებლად მოხდება ქალაქის სანიაღვრე სისტემების შეკრება და ზღვაში გადატუმბვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930