26-04-2019
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში სტუმრობისას გაკეთებული განცხადების მიხედვით, იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ შეექმნას, გარდა მთავრობის ქმედითი ნაბიჯებისა, აუცილებელია მოქალაქეებმა არ დაარღვიონ შენგენის ზონაში 90 დღით გადაადგილების ვადები.
წულუკიანი აღნიშნავს, რომ სამინისტრო პრობაციონერებთან დაკავშირებითაც მუშაობს, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ტურისტული მიზნით წასულები სხვადასხვა ქვეყნებში დანაშაულს სჩადიან. წულუკიანი ამ მხრივ რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.
თეა წულუკიანმა 2 დღის წინ ევროკომისიის წარმომადგენელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა.
13-01-2025