გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის ქმარი: არ ვადასტურებ, რომ მე ან ჩემი მეუღლე რამე უკანონო ქმედებას ჩავდიოდით

26-04-2019

"ჩემი ცოლი უკანონოდ არის დაკავებული. სამართალდამცველთა მხრიდან არის გადაცდომები.


ადვოკატი მუშაობს გასაჩივრებაზე. არ ვადასტურებ, რომ მე ან ჩემი მეუღლე რამე უკანონო ქმედებას ჩავდიოდით. ყველა ბავშვი არის ჩვენი", - ამის შესახებ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი მოქალაქის, იულია სუსლიაკის მეუღლე აცხადებს.


იური სუსლიაკის თქმით, მისი ცოლი მასთან გალში ჩასვლას აპრიებდა. სუსლიაკის თქმითვე, იგი უკრაინაში ბიზნესინტერესებისათვის იდევნება.

ბრალს არ აღიარებს არც თვითონ იულია სუსლიაკი.


დაკავებულის ადვოკატის თქმით, იულია სუსლიაკს არ სურდა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა, ამიტომაც აფხაზეთში თბილისის გავლით მიდიოდა.





www.imedi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031