გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანში მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

28-04-2019

"მიმდინარე წლის 27 აპრილს, ქ. ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა. შეტყობინება გარეშე პირმა განახორციელა.


გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანი უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი თ.მ.-ს გამოძიების დაწყებისთანავე დაუკავშირდა შესაბამისი დახმარების შეთავაზების მიზნით.


აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას.


პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში.

2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს აღნიშნული საქმის გამოძიების მონიტორინგს.


შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს დანაშაულის შესახებ დროულად შეატყობინონ პოლიციას, რათა პოლიციამ შეძლოს სათანადო რეაგირება"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930