გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სავალუტო ფონდი: კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პრობლემური და უიმედო სესხების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია

29-04-2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მონაცემებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ვადაგადაცილებული და უიმედო სესხების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოშია.


ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პრობლემური სესხების წილი საქართველოში დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს, უიმედო (non-performing loans) სესხების კი – დაახლოებით 2.5 პროცენტის ფარგლებშია. ორივე მაჩვენებელი გაუმჯობესებულია 2018 წლის მაისში გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან შედარებით. მაშინ, სავალუტო ფონდის მონაცემებით, პრობლემური სესხების წილი 15 პროცენტს აჭარბებდა, უიმედო სესხები კი, 5 პროცენტის ფარგლებში იყო.


სავალუტო ფონდის ინფორმაციითვე, 2015-2018 წლებში კერძო სექტორის დაკრედიტება საქართველოში დაახლოებით 15 პროცენტით გაიზარდა, რაც რეგიონში ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930