გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ შუხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა

30-04-2019

ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ლელობურთი ტრადიციულად კვლავ გაიმართა.


სოფელში ადგილობრივები დილიდანვე შეიკრიბნენ და საამისოდ მზადება დაიწყეს.


შერკინება რამდენიმე საათს გაგრძელდა და ზემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა. ბურთი ტრადიციულად ერთ-ერთი გარდაცვლილის საფლავზე მიიტანეს.


მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით სპორტული ღონისძიებებიც დილიდანვე დაიწყო. გამარჯვებულები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.


ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.


გარდა ამისა, ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.


ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ტურისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.


2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930