გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დაღღვევისათვის ფულადი სანქციები დაწესდება

30-04-2019

ავტოსადგომის კანონდარღვევით მუშაობაზე ფულადი ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. ინიცირება დღეს მოხდება.


კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, ემ2, ემ3, ენ2 და ენ3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება განმეორდება, ჯარიმა 1 000 ლარი იქნება.


ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ მოქმედი კანონით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ ავტოსადგურის შემთხვევაში.


"ახალი ვალდებულება ხელს შეუწყობს საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებას. აღნიშნული გარკვეულწილად დაიცავს გადამზიდავების (პირების, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთში განთავსებულ ავტოსადგომებში შესვლა) ინტერესებს და უზრუნველყოფს ვალდებულებების შეუსრულებლობასა და კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას", – აღნიშნულია კანონპროექტში.





1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031