30-04-2019
ფრანგმა სამართალდამცავებმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. ისლამისტების თავდასხმის სამიზნე სხვადასხვა დაწესებულება იყო.
საფრანგეთის ანტიტერორისტულმა სამსახურმა ტერაქტის მზადებისას ოთხი პირი დააკავა.
სპეცოპერაცია პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარდა.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი სამართალდამცველებისთვის მანამდეც იყო ცნობილი. იგი 15 წლის ასაკში დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას ცდილობდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი ტერაქტი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა.
13-01-2025