30-04-2019
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2052 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0,2 პროცენტით.
ნაკლები) 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტი).
ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე.
2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიიღეს სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი).
13-01-2025