გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის ტელევიზიის ყოფილმა დირექტორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურად მიმართა

30-04-2019

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ინტერესებს დაიცავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა 19 აპრილს გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ნათია კაპანაძემ დირექტორის თანამდებობა დატოვა.


მედიასექტორში მომუშავე ორგანიზაციებმა უარყოფითად შეაფასეს პროცესი. მათი აზრით, საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური გავლენებით იყო ნაკარნახევი.

ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ არცერთი ბრალდება, რაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საფუძველი გახდა, არ იყო დასაბუთებული და საბჭოს წევრებს საკითხები არასაკმარისად ჰქონდათ შესწავლილი.


გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაში სადაოს ხდიან საბჭოს წევრების ბრალდებებს საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელ ან არასწორად განკარგვის ნაწილში და არგუმენტად ბოლო სამი წლის აუდიტის დასკვნებს იშველიებენ, სადაც არ არის დაფიქსირებული დარღვევები და შეფასებები დადებითია.

საია ამბობს, რომ დაირღვა კენჭისყრის ჩატარების წესი, რადგან ღია კენჭისყრის ნაცვლად, დახურული ჩატარდა.


საია სასამართლოსგან მოითხოვს, რომ უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნონ. ნათია კაპანაძე აღდგეს თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს განაცდური ხელფასი. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსი გაუქმდეს.


მაუწყებლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორის შესარჩევად ღია კონკურსი 25 აპრილს გამოაცხადა.






http://ajaratv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031