30-04-2019
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით სენატორ რიჩატდ ლუგარის გარდაცვალებას ეხმაურება:
„საქართველოს გულშემატკივარი რიჩარდ ლუგარი გარდაიცვალა. ძალიან ცნობილი სენატორი, რამდენიმეჯერ პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წელს გავიცანი, როცა ახალგაზრდა პარლამენტარი სადილზე დამპატიჟა სენატის ბუფეტში და დავმეგობრდით. ბევრჯერ დაგვეხმარა, ხოლო მისი ინიციატივით შექმნილმა ლაბორატორიამ უკვე ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა საქართველოში, მათ შორის, პირადად მადლობელი ვარ, რომ ჩემს შვილს რამდენიმე თვის უკან უსწრაფესად დაუდგინეს დიაგნოზი და მოგვცეს შესაძლებლობა დროულად დაგვეწყო სწორი მკურნალობა.
კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანი წავიდა...“-წერს სააკაშვილი.
13-01-2025