გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: რისთვის სჭირდებათ სააკაშვილს და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა?

30-04-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ღია კომენტარებს პოლიტიკურ შეფასებას აძლევს და სვამს კითხვას, რისთვის სჭირდებათ სააკაშვილს და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა?


დეპუტატის აზრით, ეს ახალი პოლიტიკური თამაშია გარკვეული მიზნისთვის. მთავარი სწორედ ამ მიზნის გამოცნობაა, თორემ ისინი რომ ერთნი იყვნენ, ამაში ეჭვი არც ერთ მოაზროვნეს არ ეპარებოდა: -„ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკაში გადაწყვეტილებები და ქმედებები სხვაგვარად ლაგდება. მიხეილ სააკაშვილის რუსეთის მიმართ ღიად გაცხადებული „მტრობა“ სინამდვილეში რომ მოყვრობა იყო, ამაში ეჭვი არც ერთ მოაზროვნეს არ ეპარებოდა. მაგრამ დღეს სტრატეგია შეცვალეს და ერთმანეთის მიმართ ერთგვარ თანადგომას ღიად გამოხატავენ: სააკაშვილი ევროპას აკრიტიკებს და ამით უპირატესობას რუსულ პოლიტიკას ანიჭებს, პუტინი კი ღიად ითხოვს „ყოფილი ქართველისთვის“ უკრაინის პასპორტის დაბრუნებას. მართალია, სააკაშვილმა უკმეხი პასუხი გასცა, მაგრამ ეს ალბათ სცენარის ნაწილი იყო, სინამდვილეში კი ორივენი ღია სცენაზე გამოვიდნენ. მთავარი კითხვა სწორედ ეს არის - რისთვის სჭირდებათ სააკაშვილს და პუტინს ღია სცენაზე გამოსვლა? ვფიქრობ, ამის პასუხი რთული არ არის. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ევროპული პოლიტიკის კრიტიკით უკრაინელ ხალხს რუსული პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და გარკვეული მისიაც შეასრულა. ამ „სიკეთეს“ პუტინმა „სიკეთითვე“ უპასუხა, თუმცა, ალბათ ორივეს საბოლოო მიზანი საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებია. აქ კი ნამდვილად ცდებიან. მართალია, ქართველ ხალში გადაწყვეტილებების მიღებისას ემოცია ჭარბობს, მაგრამ იმდენად არა, რომ მხარი სააკაშვილი-პუტინის ერთობლივ პოლიტიკას დაუჭირონ. ასე რომ, მათი სცენარი საქართველოში ფუჭია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031