გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როდის იხსნება და როგორია ბიძინა ივანიშვილის მიერ კეთილმოწყობილი წვერმაღალას პარკი - ფოტოები

30-04-2019

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ხვალ ოზურგეთში, შეკვეთილთან ახალი დასასვენებელი პარკი გაიხსნება.


ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწყობილი პარკი, ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას მთაზე მდებარეობს და ნებისმიერი მსურველისთვის დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ღია იქნება.


თავის დროზე, ამ ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კვიპაროსი გაშენდა და დროთა განმავლობაში კორომები ჩამოყალიბდა.


ამ ტერიტორიის ყიდვას ბათუმელი ბიზნესმენი სავაჭრო ობიექტის ასაშენებლად აპირებდა, რისთვისაც არსებული 20 ძირი ჭაობის კვიპაროსი უნდა მოეჭრათ.


"როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბავი გაიგო, მყიდველს ბევრად მეტი თანხა გადაუხადა, ტერიტორია გამოისყიდა და იქ პარკის გაშენება გადაწყვიტა. ამით მან ჭაიბის ყველაზე დიდი კვიპაროსები გაჩეხვას გადაარჩინა. ეზო რომელსაც წვერმაღალასკენ მიმავალი გზა ორად ჰყოფდა, გააერთიანა და მოშორებით ახალი, ბეტონის გზა დააგო. ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერში თავის დამსახურებას ნაკლებად ხედავს, ამბობს, რომ მთავარია შენარჩუნდა ამ ეზოს მთავარი ხიბლი - ის უნიკალური ჭაობის კვიპაროსები და ხივანი, რომელიც იქ ბუნებრივად იყო შექმნილი" - ჰყვებიან ადგილობრივები.


პარკის ტერიტორიაზე არსებული ტბა გაფართოვდა, გარშემო დაირგო ტირიფები, ბამბუკები და ხე-მცენარეები. პარკი ორ იარუსიანია.


მეორე იარუსზე, დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლეზე გაკეთდა ასასვლელი კიბეები, საიდანაც დამსვენებლებს ზღვის პეიზაჟის ნახვა შეეძლებათ. პარკის მეორე დონეზე ახალი მანდარინების ბაღი გაშენდა, იქვეა დასასვენებელი პარკი და რამდენიმე ფანჩატური.


რაც შეეხება შეკვეთილის დიდ დენდროლოგიურ პარკს, რომელიც უნიკალურია თავისი მასშტაბით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში, მომავალ წელს გაიხსნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031