30-04-2019
ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ლევან მურუსიძესა და შალვა შავგულიძეს შორის დაგეგმილ დებატებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
„დღეს 22:00-საათზე მურუსიძე-შავგულიძის დებატები პირდაპირ ეთერში.
ამ პერსონების მიმართ საზოგადოების ხისტმა დამოკიდებულებამ აუცილებელი გახადა მსგავსი ფორმატი, რაც დარწმუნებული ვარ რომ ბევრი I-ს თავზე დასვამს წერტილს. ყველაზე არა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საშუალება გვექნება ინფორმაცია გარკვეული დოზით მივიღოთ.
საზოგადოებაში ემოციური ფონი მაინც დარჩება თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ორივე ძლიერი იურისტები არიან და კარტებს ბოლომდე არ გაგვიხსნიან, მაგრამ 1. საკმაო ინფორმაციას მაინც მივიღებთ 2. მსგავსი დებატების პრეცედენტი შეიქმნება.
მე ველოდები“-წერს გაბრიჩიძე.
13-01-2025