გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სულხან მოლაშვილის მამა: ვფიქრობ მიზეზებზე, რამ აიძულებინა შალვა შავგულიძე, რომ ბოკერიას პარტიაში მისულიყო

1-05-2019

"ახლა ამ გადასახედიდან როცა ვხედავ, რომ შალვა იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად გამოდის, რომლებმაც შვილი ნელი სიკვდილით მომიკლეს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს" - აცხადებს თამაზ მოლაშვილი, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრისა და მსხვერპლის, სულხან მოლაშვილის მამა.


„გუშინდელი დებატების შემდეგ სულ ვფიქრობდი იმ მიზეზებზე, რასაც შეიძლება ეიძულებინა შალვა შავგულიძე, რომ ბოკერიას პარტიაში მისულიყო.


ცხადია, რომ ბოკერიას აწყობს იმ ადამიანის თავის ბანდაში გამოჩენა, რომელიც გირგვლიანის საქმესთან არა მხოლოდ ასოცირდება, არამედ ირინა ენუქიძის შემდეგ, უმთავრესი ფიგურა იყო. იმ საქმის უმთავრესი ფიგურა, რომელმაც რეჟიმი შეარყია.


რა რეზონი აქვს შავგულიძეს, ასეთი შემობრუნებისთვის? რატომ იქცა ამ შემთხვევაში პავლე - სავლედ?


არ არის მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობა ის პოსტი, რისი გულისთვისაც შეიძლება სული გაყიდო. არ არიან ნაცები იმ ფულის გადამხდელები, რა ფასადაც შეიძლება გაიყიდო.


ჰოდა რატომ?


რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, რჩება ერთი, ყველაზე საზიზღარი საბაბი, რის გამოც შავგულიძე ასეთი ნაბიჯს გადადგამდა - "კომპანია მეგიზ-პიქჩერზი".
ცუდად ისმის არა? კი ბატონო, მართლაც ცუდია. არ ჩამოვყვები იმ მაგალითებს, რითაც გუშინ მურუსიძემ ფაქტობრივად გააფრჩაკა დეპუტატობის კანდიდატი (მურუსიძეზე ჩემი ძალიან ცუდი აზრი იცით) და ამ მაგალითებმა, რომლებსაც შავგულიძემ პასუხები ვერ, თუ არ გასცა, ისეთი შეხედულება დატოვა, რომ "მეგიზ-პიქჩერსი" უნდა იყოს ყველაფრის თავი და თავი. მითუმეტეს, რომ ქალაქში ხმები უკვე გავრცელებულა.


ვნახოთ, გავა დრო და ყველაფერს გავიგებთ. აბსოლუტურად ყველაფერს“-აცხადებს თამაზ მოლაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031