გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი ჭიღლაძე: ახალი დასასვენებელი პარკის განაშენიანება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, ყოველგვარი ხმაურის, ცერემონიების და პომპეზურობის გარეშე მოხდა

1-05-2019

წვერმაღალას გზაზე ახალი დასასვენებელი პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა, ყოველგვარი ხმაურის, ცერემონიების და პომპეზურობის გარეშე გაიხსნა - განუცხადა ჟურნალისტებს დღეს გახსნილი პარკის გამწვანების უფროსმა, დეკორატორმა ნუკრი ჭიღლაძემ განუცხადა.



მისი თქმით, ორიარუსიან პარკში დასარგავი მცენარეები კლიმატისა და ტერიტორიის ტენიანობის შესაბამისად შეირჩა. მისივე თქმით, პარკის ზედა ნაწილი, რომელიც მთლიანად გაველურებული ტერიტორია იყო, გაიწმინდა და ახალი ნარგავები, მათ შორის ქართული და უცხოური ჯიშის ციტრუსი გაშენდა.



„პარკის პირველ იარუსზე არის თითქმის საუკუნოვანი, ადგილობრივი ჭაობის კვიპაროსები. ამასთან ერთად გავაშენეთ ახალი ნარგავები, საზღვარგარეთიდან შემოვიტანეთ ქაფურის ხეები. პირველი იარუსი მეორეს 198 საფეხურიანი კიბით უკავშირდება. დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ზღვის ძალიან ლამაზი ხედი იშლება. იქიდან ასევე შესაძლებელია დენდროლოგიური პარკის დანახვაც .

ზედა მხარე გაველურებული ტერიტორია იყო, რომელიც გავწმინდეთ, ახალი ნარგავები დავრგეთ და სხვადასხვა ჯიშის ციტრუსი გავაშენეთ, როგორც ქართული ისე უცხოეთიდან შემოტანილი. ასევე დაირგო 7 000-მდე ცალი ბამბუკი, რომლისგანაც ხეივანი გაშენდა. გარდა ამისა, დაირგო ტირიფები და კედარის ნარგავები. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, მოსახლეობისთვის ქვაფენილი დაიგო. პარკის დანიშნულებაა, რაც შეიძლება მიმზიდველი გახადოს წვერმაღალა ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის“ - განაცხადა ნუკრი ჭიღლაძემ.



ახალი დასასვენებელი პარკი, რომელიც ურეკსა და ოზურგეთს შორის, წვერმაღალას გზაზე მდებარეობს ყოველდღე, 10-დან 19 საათამდე ღიაა როგორც ტურისტების, ისე ადგილობრივებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031