გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კობა არაბული: სააღდგომო ეპისტოლეზე მათი კონვულსიები არის ბრძოლა ქართული იდენტობის წინააღმდეგ

1-05-2019

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილის მიერ პატრიარქის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ქართველ მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი კობა არაბული ეხმაურება. 

„ძაანაც მსიამოვნებს, რომ პატრიარქის საჯარო მხილებას შევაჩვიეთ საზოგადოებაო - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და იქვე დაამატა: როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“, ისე ევროპულ საქართველოში არიან წამყვანი ფიგურები, რომელთა საჯარო პოზიციები ახლოა რესპუბლიკელების პოზიციებთანო.

რა აერთიანებდა და აერთიანებს რესპებს ნაცებთან? ეს ორი ერთგვაროვანი პოლიტიკური ძალა მუდმივ ფლირტში იყო ერთმანეთთან ხან მხოლოდ ღირებულებრივ, ხანაც პირდაპირ პოლიტიკურ ფორმატებში. რამდენიც არ უნდა აგინოს გიგა ბოკერიამ ძმები ბერძენიშვილები და რამდენი „ხურდაც“ არ უნდა დაუბრონონ მათ საპასუხოდ - ეს ერთ იდეოლოგიურ ოჯახად უნდა განვიხილოთ, რადგან ისინი ერთნი არიან მთავარში: ქართველთმოძულეობასა და ღვთისგმობაში. ისინი ერთად მოდიან „თავისუფლების ინსტიტუტიდან“, სადაც იბადებოდა ვარდების რევოლუციის იდეალები - ქვეყნის დექრისტიანიზაცია და ახალი ქართველის გამოყვანა, მოჩვენებითი საზოგადოების შექმნა და მისი გაბატონება, ავტორიტეტების განადგურება და ყველა იმ ნიშან-თვისების წაშლა, რაც აღნიშნავს „ქართველობას“. ეს ზუსტად ის ძალაა, რომელმაც ჩამოაყალიბა ახალი ქართული ნაციონალიზმი, რომელშიც აღარ არსებობს არც სამშობლოს, არც პატრიოტიზმის, არც ერის ცნება, რომელშიც ნიკა გვარამია ნამდვილი ქართველია, ხოლო ილია მეორე - აგენტი.

სახიფათო ხასიათი მიიღო მისმა ფსევდოპატრიოტულმა, ანტიდასავლურმა, საბჭოთა და გვიანი შუასაუკუნეების დროში ჩარჩენილმა მარაზმმაო - ამბობს რესპების ლიდერი ხათუნა სამნიძე პატრიარქზე. შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის - ილია მეორის ეპოქაო.

აქ მთავრი ის გახლავთ, რომ არც რესპებს და არც ნაცებს სინამდვილეში არ ადარდებთ არც დასავლეთი, არც პრორუსული განწყობები და არც დეკანოზ მამალაძის ბედი. რეალურად, სააღდგომო ეპისტოლეზე მათი კონვულსიები არის ბრძოლა ქართული იდენტობის წინააღმდეგ, ქართული იდენტობის, რომლიც დღეს სწორედ ქართულ ეკლესიასთან და პატრიარქთანაა გაიგივებული. უბრალოდ, ის ფაქტი, რომ მათ ნიღაბი ასე აშკარად ჩამოიხსნეს, მეტყველებს იმაზე, რომ ბრძოლა დამაგვირგვინებელ ფაზაში შედის. კიდევ ერთი აღდგომა რჩება მომავალ არჩევნებამდე“, - განაცხადა კობა არაბულმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930