გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამა ალექსანდრე: რესპუბლიკელებს არც ეკლესია მოსწონთ და არც პატრიარქი

2-05-2019

მამა ალექსანდრე გალდავა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლესთან დაკავშირებით რესპუბლიკელების მწვავე შეფასებებს გამოეხმაურა და "პრიამტაიმთან" საუბრისას განაცხადა, რომ მათ აქვთ უფლება ილაპარაკონ ის, რაც სურთ, რადგან რესპუბლიკელებს არც ეკლესია მოსწონთ და არც პატრიარქი.


"ეტყობა რესპუბლიკელები არიან სწორედ იმ ვიღაცეების რიცხვში, რომელთაც არ მოსწონთ ქრისტიანობა. არ მოსწონთ ეკლესია და რა საკვირველია არ მოსწონთ პატრიარქი. მათ აქვთ ამის უფლება, ილაპარაკონ ის რაც უნდათ. უბრალოდ ამის შემდეგ ადამიანს შეუძლია შეაფასოს რესპუბლიკელების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, და ეს ყველაფერი აისახოს მათ რეიტინგზე არჩევნებზე'' - განაცხადა მამა ალექსანდრემ.


მისი თქმით, პატრიარქის ეპისტოლე, რომლის მიმართაც სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა, იმის მანიშნებელია, რომ პრობლემები ნამდვილად არსებობს და ის ვიღაცეებს არ მოსწონთ.


''მშვენიერი ეპისტოლე იყო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები თქვა პატრიარქმა. რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა ნამდვილად არის და ვხედავთ, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არის ვიღაცას ნამდვილად არ მოეწონა ეს ეპისტოლე. და ძალიან კარგი თუ არ მოეწონა. რადგან გათვლილი იყო იმაზე, რომ ვიღაცეებს არ უნდა მოსწონებოდათ. ასეა ზოგადად ქრისტიანობა, ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს. ვიღაცა არის ქრისტეს მიმდევარი, ვიღაცა კიდევ ბარაბას მიმდევარი - აღნიშნა მამა ალექსანდრემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031