2-05-2019
რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლა დაიწყო.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციას ექნება მცდელობა, საქმიანი საკითხებიდან სხვა, მათთვის საინტერესო თემებზე გადაიტანოს.
„ოპოზიციას ექნება მცდელობა, რომ საქმიანი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანოს მათთვის საინტერესო პოლიტიკურ თემებზე და სცადონ რაღაცნაირად მინისტრთან, მეორე რაუნდში ქულების მოპოვება. გიორგი გახარია არის ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი პარლამენტში. ჩვენ გვაინტერესებს თუ როგორ აპირებს მთავრობა და ხელისუფლება ამ შემთხვევაში გარეჯის საკითხის გადაჭრას. ასევე, პანკისთან დაკავშირებით გვაინტერესებს თუ რა გეგმები აქვს მინისტრს და მთავრობას ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის რომ მოხდეს შეთანხმება ამ პროექტთან დაკავშირებით“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
13-01-2025