გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული

2-05-2019

პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.


გიორგი გახარიას განცხადებით, დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღიარეს.


,,მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან მიღწევას. მათ რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში და ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები 6000-ს გადაცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი, შედეგი არის ის რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში“ -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა.


,,დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა იქნა განვითარებული, თითქმის ყველგან ჩატარდა რემონტი, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. რაზეც წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, გაიზარდა ვიდე-კამერების რაოდენობა, გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამ ყველაფერს კი მოყვა შესაბამისი შეფასება ,,CPT”-ის დასკვნებშიც, ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930