გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს უშუს ნაკრების წევრებმა ევროპის ჩემპოპნატზე 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

2-05-2019

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ უშუს ნაკრები საქართველოში დაბრუნდა.


სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ.


ქართველმა სპორტსმენებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში 4 ოქროს, 8 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.


ჩემპიონები მანუჩარ კვაშილავა, ნიკა ჩიტიშვილი, თორნიკე ნანიკაშვილი და სოფო აფხაზავა გახდენენ.


მანუჩარ კვაშილავამ ფინალურ შეხვედრაში რუსი სპორტსმენი ვლადისლავ პანოვი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.


ევროპის ჩემპიონატი უშუში მოსკოვში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70 ქვეყნის 900-მდე სპორტსმენმა მიიღო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031