გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია 17 მაისთან დაკავშირებით: ორივე მხარეს გავაცნობთ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე პირობებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია

2-05-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან პატრიოტთა ალიანსის წევრის გიორგი ლომიას შეკითხვას უპასუხა, რომელიც 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებს შეეხებოდა.


"ამ თემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სრულად აცნობიერებს და აფასებს რისკებს, თუმცა ასევე, მინდა გითხრათ რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ძალას შორის მედიატორი ვერ იქნება.


ჩვენი ამოცანა არის მართლწესრიგი და ჩვენი მოქალაქეების დაცვა. წინასწარ, ორივე მხარეს გავაცნობთ ობიექტურ რეალობას და რისკების შეფასებას, ასევე პირობებს- რომლის შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ღონისძიებების დროს, ქალაქში რაიმე გართულება არ იყოს. ეს ყველაფერი ორივე მხარისთვის თხოვნის და მოთხოვნის სახითაც კი იქნება წაყენებული"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031