3-05-2019
"უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ ასოციაციის წევრობა საქართველოსთვის ისტორიული ნაბიჯი და უდიდესი წარმატებაა, რაც ევროპელ ლიდერებთან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მუშაობის შედეგია, რათა ამ ეროვნულ იდეას ხორცი შესხმოდა", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.
მისი თქმით, ეს არა მხოლოდ განათლების სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი წარმატება, არამედ ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაა.
"უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში" გაწევრიანება ნიშნავს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებისა და ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების მიმართ სანდოობა გაიზრდება ევროკავშირის და საერთაშირისო მასშტაბით და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა უპრეცენდენტო ასპარეზს მოიპოვებს. გარდა ამისა, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის გამარტივდება როგორც დიპლომების აღიარების, ასევე შემდგომი აკადემიური და პროფესიული გამოცდილების შეძენის საშუალება ევროკავშირის ქვეყნებში", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
13-01-2025