გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: შავოსანი პოლიტიკოსები ჩინჩალაძის თავმჯდომარედ დანიშვნის დღეს სასამართლო რეფორმის რომელიღაც ტალღის მიქცევით და მოქცევით ტკბებოდნენ

4-05-2019

ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.


"2017 წლის 29 მაისს მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, ხოლო 2017 წლის 11 მაისს იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. მიხეილ ჩინჩალაძის ჯერ უვადო მოსამართლედ გამწესებას, ხოლო მოგვიანებით მის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას დღეს „მართლმსაჯულებაზე მოტირალი“ შავოსანი პოლიტიკოსები არამხოლოდ დუმილით შეხვდნენ, არამედ სასამართლო რეფორმის რომელიღაც ტალღის მიქცევით და მოქცევით ტკბებოდნენ. მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იდგა, მაშინ მათთვის ყველაფერი მისაღები იყო. ვინ, თუ არა მათ ზუსტად იცოდნენ, თუ რას ნიშნავს სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეობა და რაც მთავარია ამ სასამართლოს თავმჯდომარეობა. ამაზე მოგვიანებით.


ჩვენს სამხრეთულ ქვეყანაში სახალხო სამართალშეგნება ვერ იტანს პროცესუალურ რუტინას. ჩვენ ხანგრძლივი სასამართლო პროცესების არც ლოდინის რესურსი გვაქვს არც ინტერესი. ჩვენ მყისიერი შურისგება გვიყვარს. ამიტომაც სისხლის სამართალწარმოებაში ე.წ წინასწარი პატიმრობის როგორც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება არ შეფარდება დამნაშავის დასჯის თუ დაუსჯელობის ინდიკატორია. სამოქალაქო სამართლაწარმოებაში წინასწარიპატიმრობის ანალოგიაა - ყადაღა. ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ: თუ არ დაიჭირე ან არ დააყადაღე - ესე იგი სამართალი არ აღსრულდა. ეს რა თქმა უნდა ზედაპირული შეხედულებაა. ასეთივე ზედაპირულია მოსახლეობის აღქმა სასამართლო სისტემის და მისი იერარქიულობის მიმართ. ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ბევრი დავა სააპელაციო სასამართლოში მთავრდება და ის საერთოდ ვერ ხვდება უზენაეს სასამართლოში, მაგ. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო დავებისათვის საბოლოo ინსტანცია სააპელაციო სასამართლოა. ასევე სააპელაციო სასამართლოში მთავრდება წინასწარი პატიმრობისა და ყადაღის საქმეების განხილვა და აღნიშნული საქმეები საკასაციო სასამართლომდე საერთოდ არ ადის.


შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს თავჯდომარე სასამართლო სისტემაში ფლობს ყველაზე მაღალ სოციალურ, პოლიტიკური და სამართლებრივ ბერკეტებს.
მიხეილ ჩინჩალაძის დაწინაურება მისი დღევანდელი უფლებამოსილებების გათვალისწინებით შეუძლებელიც კია, ის უზენაეს სასამართლოში გადასვლით შეიძლება მხოლოდ დაქვეითდეს.


ჰოდა პატივცემულნო, ქალბატონო ეკა ბესელია, ბატონო გედევან ფოფხაძე, ბატონო ზვიად კვაჭანტირაძე, ბატონო ლევან გოგიჩაიშვილო, ბატონო ვატო შაქარიშვილო, ეს კაცი 2017 წლიდან ამ თანამდებობაზე, ამ უფლებამოსილებებით, რომ არის აქამდე არ იცოდით? თუ ბიძინა ივანიშვილის ფრთას შეფარებულები კომფორტის ზონაში, რომ იყავით ვერ ხედავდით და კომფორტის ზონიდან გამოსულებმა ახლა შეამჩნიეთ", - წერს მეტრეველი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930