4-05-2019
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე ქიაჩელის, გაბაშვილისა და ზუბალაშვლების ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და წარადგინა საკუთარი პროგრამა.
ლადო კახაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაზე და დაპირდა ამომრჩეველს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა იქნება, გაიზარდოს სადაზღვეო ლიმიტები.
ასევე აიღო პასუხისმგებლობა, რომ სწორი და აქტიური კოორდინაციით შესაბამის უწყებებთან აუცილებლად მოაგვარებს ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემას.
"საყოველთაო დაზღვევის პროგრამა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა და ბევრი ოჯახი განსაცდელისგან იხსნა. ახლა ჩვენი და პირადად ჩემი მიზანი იქნება, რომ სადაზღვეო ლიმიტი გაიზარდოს. მე მზად ვარ, რომ პარლამენტში ვიყო თითოეული მთაწმინდელის ხმა და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ თქვენი პრობლემები იქნება ჩემი პრიორიტეტი", - აღნიშნა ლადო კახაძემ.