გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

4-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი - 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ. დააკავეს.


დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი "ექსტაზი", 12 გრამამდე "კოკაინი" და 9 გრამამდე "ჰეროინი" ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი "მეტადონი".


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930