4-05-2019
"როიტერსის" ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა.
ისრაელის სამიზნე ღაზას სექტორში განთავრებული ორი სარაკეტო დანადგარი იყო.
ავიაიერიშის განხორციელებამდე ისრაელის უბნებში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რომელიც ღაზას სექტორიდან შესაძლო თავდასხმას მოასწავებდა.
დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ღაზას სექტორის ჯანდაცვის წარმომადგენელთა თქმით, ავიაიერიშის დროს სამი პალესტინელი დაშავდა.