4-05-2019
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სსიპ-ების გაერთიანებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს.
"რას ემსახურება სსიპ-ების გაერთიანების პროცესი?!პირველ რიგში, ეს ემსახურება ერთი მხრივ სამინისტროს მმართველობის ეფექტურობის გაზრდას და მეორე მხრივ იმ დარგობრივი და სექტორული სსიპ-ების გაძლიერებას, რომლებიც შესაბამის დარგებზე ზრუნვას კიდევ უფრო მეტ პრიორიტეტულობას შესძენენ. ვფიქრობ რომ ერთმნიშვნელოვნად ეფექტი მხოლოდ დადებითი ექნება ამ ცვლილებებს და ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო, უბრალოდ უსაფძვლო არის, იმიტომ რომ აქცენტირება კეთდება რაღაცის გაუქმებაზე და არა რაც რეალურად ხდება - რაღაც ახლის და უკეთესის შექმნაზე.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ არავითარ შემთხვევაში ამ გაერთიანების თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება ან რომელიმე კადრის დაკარგვა. მე არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია რომ როგორც ხელმძღვანელებს, ასევე მათთან მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, სსიპების კოლექტივებს ძალიან ვაფასებ. ვაფასებ მათ კომპეტნციასა და გამოცდილებას, შესაბამისად ეს ცვლილებები ნამდვილდ არ არის მიმართული იმისკენ, რომ საკადრო ოპტიმიზაცია მოხდეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი და კომპეტენტური კადრები გვყავს და არ უნდა დავკარგოთ ისინი. ბუნებრივია რომ ეს კოლექტივები ახალ გაერთიანებაში მოიაზრებიან", - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.