გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა უშედეგოდ ეძებენ

5-05-2019

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჯიმასტაროში დაკარგულ 68 წლის მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცი საღამოს სათევზაოდ წავიდა და მდინარე რიონში თვითნაკეთი ნავით შევიდა. ბოლო 10 დღეა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15-კაციანი ჯგუფი სადღეღამისო მეთვალყურეობის რეჟიმში ახორციელებენ სანაპიროს მონიტორინგს ე.წ. "დრონით" და ძრავიანი ნავით. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია ასევე აჭარის და თბილისის მყვინთავების ჯგუფები.


ამ ეტაპზე ნაპოვნია მხოლოდ დაკარგული მამაკაცის ნავი და ტანსაცმელი. ნათესავების თქმით, უბედური შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა გულის შეტევა გამხდარიყო.



rustavi2.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031