გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახაბერ გვანცელაძე ისნის რაიონის ბაღების დირექტორებს, მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებელს შეხვდა

5-02-2018

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონულ შეხვედრებს იწყებს. პირველი დისკუსია ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარების შესახებ ისნის რაიონში გაიმართა.

შეხვედრას N37-ე ბაგა-ბაღმა უმასპინძლა და მას რაიონის ბაგა-ბაღების დირექტორებთან ერთად, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები და გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრნენ.

კახაბერ გვანცელაძემ მოწვეულ სტუმრებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც ძირითადად, სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვასა და ახალი პროექტების ინიცირებას ეხებოდა.

მისი თქმით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაღებში მისი პრიორიტეტია, რომლის უზრუნველსაყოფად, სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო ბაღებში კვების რაიონისა და მენიუს ცვლილებას. კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საქართველოს მთავრობის N487-ე დადგენილების მიხედვით მოქმედებს, ხოლო მენიუ, რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის შედგენილი.

ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც სააგენტოს ხელმძღვანელმა აღსაზრდელთა მშობლებთან შეხვედრაზე ისაუბრა, 18:00-დან 20:00 საათამდე სერვისია.

მისი თქმით, 18:00 საათზე ბავშვების ბაღებიდან გაყვანა დასაქმებული მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამის გათვალისწინებით, ამჟამად, სააღმზრდელო საათების გახანგრძლივების შესახებ კონცეფცია მუშავდება.

კახაბერ გვანცელაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით 2017 წელს?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930