გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში "ევროპის დღე 2019" გაიხსნა

5-05-2019

საქართველოში დღეს ევროპის დღე 2019 ოფიციალურად გაიხსნა.


ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.


ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.


ევროპის დღის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მუსიკალური ნომრები, საოჯახო გასართობი აქტივობები, მრავალფეროვანი თამაშები, ქართული და ევროპული ზღაპრების თეატრალური წარმოდგენები. კვების განყოფილებაში შესაძლებლობა გექნებათ შეიგრძნოთ ევროპის "გემო".


საღამოს ჯგუფი 33ა და DJ Nicole-ს მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.


ევროპის დღე ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოში და თბილისის მერიისა საერთო ინიციატივაა და ხორციელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან და ევროკავშირის პროგრამებთან/ პარტიორებთან თანამშრომლობით.


ღონისძიების პროგრამა:


12:00 -17:00 - რიყის პარკი
ევროსოფელი - ევროკავშირის წევრი ქვეყნები
კულტურული წარმოდგენები, თამაშები და პრიზები
მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა მთელი ოჯახისთვის


12:00 – 19:00 - ევროპის მოედანი
შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში


19:00 - ევროპის მოედანი
გალა-კონცერტი:
ჯგუფი 33ა
Nicole DJ set.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930