გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა

5-05-2019

ჩვენი ურთიერთობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შაბათის ქრონიკაში საუბრის დროს განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის დიდი წარმატება და მთავრობა ამის კიდევ უფრო გაღრმავებას აპირებს. მამუკა ბახტაძის თქმით, მთავრობა ყოველთვის მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში.


„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ინტენსიურად ვცდილობდით, რომ მიგვეტანა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ მდგრადი უსაფრთხოების სისტემებზე ევროპული, თუ ევროატლანტიკური ოჯახისთვის. მოგეხსენებათ, რომ ნატოს ბოლო ინიციატივების მიხედვით, სწორედ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ხდება მთავარი პრიორიტეტი ნატოსთვის და ეს არის ძალიან დიდი წარმატება. ისევე როგორც ევროკავშირმა დააფიქსირა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031