გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრობაზე : არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია, არასოდეს ვინანებ

5-05-2019

აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია, რომ არასოდეს ვინანებ - ასე პასუხობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია კითხვას, ნანობს თუ არა, რომ დათანხმდა მამუკა ბახტაძის შეთავაზებას, შემდგომ უკვე კონსულტაციებისას ბიძინა ივანიშვილთან, რომ გამხდარიყო ეკონომიკის მინისტრი.


გიორგი ქობულიას თქმით, ეკონომიკის მინისტრის პოსტი მისთვის უნიკალური გამოცდილება იყო.


„აბსოლუტური გულახდილობით გეტყვით, რომ არც ერთი წამით არ ვნანობ და იმედია, რომ არასდროს ვინანებ. ჯერ ერთი ვთვლი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შევძელი რაღაცა წვლილი მაინც შემეტანა ჩემი ქვეყნის განვითარებაში. მეორე, ჩემთვის პირადად ეს იყო საკმაოდ უნიკალური გამოცდილება -გავიცანი ძალიან ბევრი და საინტერესო, კარგი ხალხი.ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებ,რომ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც შევძელი მუშაობა ამ რვა თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის არის დაუვიწყარი გამოცდილება. ამიტომ არანაირად არ ვნანობ“ - აცხადებს ყოფილი მინისტრი გადაცემა „ფორბსის კვირაში".



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031