გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია: ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, განცხადებას დავწერდი და რადგან არ დამიწერია, ითვლება, რომ გადამაყენეს

5-05-2019

ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, ალბათ, განცხადებას დავწერდი და რადგან არ დამიწერია, ითვლება, რომ გადამაყენეს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „რუსთავი2“-ს განუცხადა.


მისი თქმით, ის ცდილობდა, მმართველი გუნდი საკუთარი ხედვის სისწორეში დაერწმუნებინა.


„რა თქმა უნდა, ასე სწრაფად ხელისუფლების დატოვებას არ ვაპირებდი. განცხადების დაწერაზე იყო საუბარი და სხვათა შორის ის, რომ მე გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო შედეგი იმისა, რომ ჩემი აზრები და ჩემი ხედვა სწორად მიმაჩნდა და ბოლომდე ვცდილობდი ამ ხედვაში საქართველოს მმართველი ხელმძღვანელობა და აგრეთვე, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობაც დამერწმუნებინა. მაგრამ როგორც ხედავთ, ალბათ, ეს ვერ შევძელი“, - განაცხადა ქობულიამ.


მისივე თქმით, მის ხედვებსა და მთავრობის ხელმძღვანელობის ხედვებში თანხმობა არ იყო.


„ჩემსა და საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობას, ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შორის ხედვებში არ იყო თანხმობა. ჩემი აზრით, არ გამართლდა ის პრინციპები, რაზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი. ასე რომ, ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა. ვიცი, რომ გაჟღერდა ორი მიზეზი: ერთი იყო გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და მეორე - სამინისტროს ცუდი მართვა. პირველი ჩემთვის გასაკვირია, რადგან იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მე სწორად მიმაჩნდა და რომელიც ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ იყო მიმართული, ძალიან ჭიანურდებოდა. ამ გადაწყვეტილებების ძალიან ნელი ტემპით მიღება ხდებოდა ჩვენი საუბრისა და კამათის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი“, - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.


მანვე დასძინა, რომ არსებობს ბევრი ნიუანსი, რაზეც საუბარს არ აპირებს.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930