გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ქობულია: ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები

5-05-2019

ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა, მინისტრმა გიორგი ქობულიამ მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული კონფლიქტის კომენტირებისას განაცხადა.


ქობულიას თქმით, ის თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რაც მოხდა, რადგან მინისტრს თავიდანვე უნდა გაერკვია ის თამაშის წესები, რასაც გუნდი სთვაზობდა.


„ის, რაც მე მომივიდა, ამაში ძალიან დიდი წილი არის ჩემი პასუხისმგებლობის. ალბათ უფრო მეტი ძალისხმევა და დრო უნდა დამეხარჯა ჩემს საუბრებში მანამდე, სანამ მივიღებდი გადაწყვეტილებას ხელმძღვანელებთან, რომ უფრო კარგად გამერკვია თამაშის წესები. თუ ამ თამაშის წესებს რაღაცა ნაწილში არ ვეთანხმებოდი, ეს მე თავიდანვე უნდა გამეთავისებინა და მიმეღო მხედველობაში მაშინ, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას გავმხდარიყავი თუ არა მინისტრი. როცა უერთდები გუნდს, უნდა იცოდე, რომ თამაშის წესებით უნდა ითამაშო. მივიღეთ ის, რომ მე ბოლომდე ვერ გავითავისე თამაშის წესები, ან ვერ გავიგე, არ დავხარჯე საკმარისი დრო, რომ ეს გამეგო და მოხდა ის, რომ, , რაც მეგონა დასაწყისში, ეს არ გამართლდა. ამის შემდეგ მოხდა ის კონფლიქტი, რაც მოხდა“ - აცხადებს გიორგი ქობულია გადაცემა „ფორბსის კვირაში“.



ipn.ge

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031