გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით გარეჯთან სადავო ნაწილს სამოქალაქო აქტივისტებმა ცოცხალი ჯაჭვი შეამოვლეს

5-05-2019

დავით გარეჯთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო აქტივისტებმა სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შეამოვლეს.


როგორც სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ამ აქციით მათ სურთ აზერბაიჯანს მესიჯი გაუგზავნონ, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საქართველოა.


როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშიას" წევრმა დავით ქაცარავამ თქვა, მოძრაობის წევრები დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებენ.


დავით გარეჯამდე მისასვლელ გზაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არიან, რომლებიც ვითარებას აკვირდებიან.


აღდგომის დღსასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ. მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს.მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა.


აღდგომის დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე, სასულიერო პირებისთვის, მომლოცველებისა და ტურისტებისთვის უდაბნოს მამათა მონასტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930